თავი 4. მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა Access 2007-ში. მრავამომხმარებლიანი რეჟიმი

4.2        ბაზის დაცვა
პაროლის დადება
Access 2007-ში პაროლის დადებით ერთდროულად ხორციელდება ბაზის შიფრაცია. პაროლის დასადებად:
    1.        გააღეთ მონაცემების ბაზა Open Exclusive-ს რეჟიმში. ამისთვის გაღების ბრძანების მიცემის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ღილაკზე Open მარჯვნივ დაწკაპუნების შემდეგ გამოსულ სიაში დააწკაპუნეთ სტრიქონზე Open Exclusive;
    2.        გაღებული ბაზის ჩანართის Database Tools განყოფილებაში Database Tools დააწკაპუნეთ ღილაკზე  Encrypt With Password. გამოვა ფანჯარა Set Database Password/სურ. 4.11/


სურ. 4.11.  ფანჯარა ბაზისთვის პაროლის დასადებად

  • ფანჯარაში Set Database Password ველში Password ჩაწერეთ პაროლი, ხოლო ველში Verify განმეორებით ჩაწერედ იგივე პაროლი. დააწკაპუნეთ ღილაკზე OK. OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ მდგომარეობათა სტრიქონზე გამოვა შეტყობინება ბაზის შიფრაციის მიმდინარეობის შესახებ;
  • დახურეთ მონაცემების ბაზა. ბაზის გაღებისას გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერეთ პაროლი და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK/სურ. 4.12/.

სურ. 4.12. ფანჯარა, რომლის ველში Enter database password პაროლის ჩაწერის შემდეგ ბაზა გაიღება

ბაზისთვის  დადებული პაროლის მოხსნა
  • გააღეთ ბაზა რეჟიმში Exclusive;
  • გაღებული ბაზის ჩანართის Database Tools განყოფილებაში Database Tools დააწკაპუნეთ ღილაკზე  Decrypt Database. გამოვა ფანჯარა Unset Database Password/სურ. 4.13/;

სურ.4.13.  ფანჯარა პაროლის მოსახსნელად
  • ფანჯრის Unset Database Password ველში Password ჩაწერეთ პაროლი და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK. Access მოხსნის პაროლს.

მონაცემთა ბაზის სერტიფიცირება
ბაზის გასავრცელებლად მონაცემთა ბაზის სერტიფიცირების  მომზადების ეტაპია:
   1.        თქვენს მიერ შექმნილი პროგრამული პაკეტისათვის სათაურის და ხატულის მითითება;
   2.        ნავიგაციის პანელის გადამალვა;
   3.        მდგომარეობათა სტრიქონის გადამალვა;
   4.        მონაცემების ბაზის გაღებისთანავე ფორმის გამოტანა;
   5.        ბაზის გაყოფა;
   6.        Access Options-ის გადამალვა;
   7.        Office-ს მენიუში არსებული ღილაკების გადამალვა;
   8.        გაჩუმებით არსებული (სტანდარტული ინტერფეისის) გადამალვა;
   9.        სწრაფად შეღწევის პანელის გადამალვა;

ამ ოპერაციების შესრულება ხორციელდება ფანჯრის Access Options-ის ჩანართიდან Current Database/სურ.4.14/.

პროგრამული პაკეტისათვის სათაურის და ხატულის მითითება

  • ველში Application Titles იწერება პროგრამული პაკეტის სახელი;
  • ველში Application Icon ღილაკით Browse მიეთითება გრაფიკული ობიექტის მისამართი .icon გაფართოებით. ეს გრაფიკული ობიექტი გამოდის ხატულას როლში;

მდგომარეობათა სტრიქონის გადამალვა
  • მოხსენით მონიშვნა ალამზე Display Status Bar

ნავიგაციის პანელის გადამალვა
  • მოხსენით მონიშვნა ალამზე Display Navigation Pane

მონაცემების ბაზის გაღებისთანავე ფორმის გამოტანა
  • ველში Display Form ჩაწერეთ ფორმის სახელი. იგი გამოტანილი იქნება ეკრანზე ბაზის გაღებისთანავე 

სურ.4.15. საცნობარო ინფორმაციია შემცველი ფანჯარა, რომელიც გამოიტანება ბაზის გაღებისას
გაჩუმებით არსებული (სტანდარტული ინტერფეისის) გადამალვა
  • მოხსენით მონიშვნა ალამზე Allow Full Menus (მენიუთა სრული კრებული. შეგიძლიათ შეზღუდოთ ან სრულად გამოიყენოთ Access-ის ინტერფეისი);
  • მოხსენით მონიშვნა ალამზე Allow Default Shortcut Menus (კონტექსტური მენიუ გაჩუმებით. შეგიძლიათ შეზღუდოთ, ან სრულად გამოიყენოთ Access-ის მენიუთა სტრიქონების კონტექსტური მენიუ). თუ მოხსნილია მონიშვნა ალამზე, მაშინ შეუძლებელია: ფორმების, ცხრილების, შეკითხვების დაპროექტება, მოდიფიკაცია, წაშლა;
  • მოხსენით მონიშვნა ალამზე Use Access Special Keys (სპეციალური კლავიშები) - თუ ალამი მონიშნული არ არის შეუძლებელია ე.წ. ”ცხელი” კლავიშებით სარგებლობა/ცხრ.4.1/. 

სურ. 4.14. ჩანართი Current Database
პროექტის გაღებისას შეიძლება გამოტანილი იქნეს საცნობარო ინფორმაციის შემცველი ფორმა, რომელიც ეკრანზე გამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის გავლის შემდეგ გადაიმალება. ასეთი ფორმის შესამუშავებლად:
   •        შექმენით ახალი ფორმა;
   •        ფორმის თვისებებს მიანიჭეთ მნიშვნელობები:  Scrollbars (გადაფურცვლის ზოლები) – Neitheir, Record Selectors (გამოყოფის უბანი) – No, Navigation Buttons (ჩანაწერებზე გადასვლის ღილაკები) – No, Auto Resize (ზომის ავტომატური ცვლილება) – Yes, Auto Center (ცენტრის მიმართ გასწორება) – Yes, Border Style (ჩარჩოს ტიპი) – None;
    •        ფორმის თვისებებს: Modal, PopUp მიუთითეთ მნიშვნელობა Yes. ამით ფორმა გახდება მოდალური და მცურავი;
    •        თქვენი შეხედულებისამებრ ფორმაზე დაიტანეთ სურათი, ტექსტი; 
    •        ფორმის ტაიმერის მნიშვნელობაში Timer Interval ჩაწერეთ მილიწამების რაოდენობა (1წმ.=1000მილიწმ.), რა დროის გავლის შემდეგ ფორმა გადაიმალება ეკრანიდან;
    •        მოვლენის Timer დამუშავებაში ჩაწერეთ DoCmd.Close;  
ამ წესებით შექმნილი ფორმა გამოჩნდება ეკრანზე და 3 წამის შემდეგ გადაიმალება (Timer Interval=3000)/სურ.4.15/

კლავიშების კომბინაცია        
დანიშნულება
<Ctrl+Break>
მაკროსის ან კოდის შესრულების შეჩერება
<Shift> (ბაზის გაღებისას)
AutoExec მაკროსის გამოყენების აკრძალვა და StartUp თვისების გამოყენება
<Alt+F1>, <Alt+F11>
ამოცანათა პანელის გამოტანა, VBA რედაქტორის გაღება
F12
დიალოგური ფანჯრის Save As  გამოტანა
< Shift+F12>
მონაცემების ბაზის ობიექტის შენახვა
< Ctrl+G>
პროგრამის გამართვის ფანჯრის გამოტანა
< Ctrl+F11>
მომხმარებლის ინსტრუმენტული პანელიდან სისტემის ინსტრუმენტულ პანელებზე გადასვლა და პირიქით
ამ ოპერაციების შესრულების შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ ბაზის დახურვის, გაღებისა და  Access-ის დახურვის ღილაკებით სარგებლობა. გადამალულია: სწრაფი შეღწევის ინსტრუმენტული პანელი, სისტემაში გაჩუმებით არსებული ინტერფეისი. შეუძლებელია ობიექტების დაპროექტება და Access Options-ის ფანჯრით სარგებლობა.